ერდოღანის წარმატება მსოფლიო მედიაში

ერდოღანის წარმატება მსოფლიო მედიაში

1992263
ერდოღანის წარმატება მსოფლიო მედიაში

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის არჩევნებში მიღწეული წარმატება ფართოდ გაშუქდა მსოფლიო მედიაში.

ბრიტანულმა ტელეკომპანია BBC-მ დაწერა: სტამბოლსა და ანკარაში მოქალაქეებმა ერდოღანის არჩევნებში გამარჯვების აღნიშვნა საპრეზიდენტო კომპლექსში და ქუჩებში დაიწყეს.

The Guardian-მა აღნიშნა, რომ ერდოღანი თურქეთს კიდევ 5 წელი მართავს.

CNN-მა, რომელიც თურქეთში გვიან ღამემდე ენთუზიაზმით გამართულ ზეიმებს აშუქებდა, ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტ ერდოღანის საპრეზიდენტო კომპლექსიდან გაკეთებულ განცხადებებზე.

ამერიკულმა „ნიუ-იორკ ტაიმზმა“ თურქეთში გამართულ არჩევნებს, თავის ვებგვერდზე ცალკე გვერდი დაუთმო.

Wall Street Journal (WSJ) ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ერის ყველაზე ხანგრძლივმა ლიდერმა (ერდოღანი) დაამარცხა თავისი მთავარი კონკურენტი მეორე ტურში.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლების ARD-ისა და ZDF-ის მთავარ ამბებში თურქეთის არჩევნების შედეგი პირველ სიახლედ იქნა გაშუქებული.

ფრანგულმა გაზეთმა Le Monde-მ წერდა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად.

იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera-მ გამოაცხადა პრეზიდენტ ერდოღანის საარჩევნო წარმატება სათაურით „თურქეთში ერდოღანმა დაადასტურა თავისი პრეზიდენტობა არჩევნების მეორე ტურში ხმების 52 პროცენტით“.

ესპანურმა გაზეთმა La Vanguardia-მ მკითხველს არჩევნების შესახებ ინფორმაცია სათაურით „ერდოღანი კიდევ 5 წელი დარჩება ხელისუფლებაში“ გადასცა.

ავსტრიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Die Presse-მ თავის ახალ ამბებში მკითხველს გაუზიარა არაოფიციალური შედეგები სათაურით „ერდოღანმა თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო“.

ბელგიის ფრანგული და ფლამანდური გაზეთები, Le Soir და De Morgen-ი, რომლებიც გამოდიან მაღალი ტირაჟით, ერდოღანის არჩევნებში წარმატება გააშუქეს სათაურით, „ერდოღანმა გამარჯვება გამოაცხადა“.

შვეიცარიაში გამომავალი გერმანული გაზეთი Tagesanzeiger-ი თავის ახალ ამბებში სათაურით „ერდოღანმა გაიმარჯვა“ განაცხადა, რომ თურქმა ხალხმა აირჩია პრეზიდენტი მომავალი 5 წლის ვადით“.

რუსულმა გაზეთმა „იზვესტია“-მ  თავის ახალ ამბებში თურქეთში ჩატარებული არჩევნები ერდოღანის სიტყვებით გააზიარა: „საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიამ გაიმარჯვა“.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანში არჩევნებს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს, გაზეთმა ან-ნაჰარმა თავის ვებსაიტზე ახალ ამბებში განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვებულმა ერდოღანმა სტამბოლში, ამომრჩევლებს მიმართა.  

პალესტინის გაზეთმა ალ-ქუდსმა არჩევნების შედეგები სათაურით „თურქეთმა კიდევ ერთხელ განაახლა ერდოღანის მიმართ ნდობა“ გაავრცელა.

თავის მხრივ, თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული არაოფიციალური შედეგების მიხედვით, ერდოღანის საარჩევნო წარმატება, რომელმაც გუშინ გამართულ არჩევნებში ხმების 52,14 პროცენტით კვლავ გახდა პრეზიდენტი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა ალჟირში, ტუნისში, ირანში, ერაყში, ისრაელში, ლიბიაში, კატარში, საუდის არაბეთში, ქუვეითში და სხვა მრავალ ქვეყანაში.



მსგავსი ინფორმაციები