დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

ისტორიაში პირველად, თურქეთში ტარდება არჩევნების მეორე ტური, რომელზეც მოსახლეობა აირჩევს 5 წლის ვადით პრეზიდენტს.
ხმის მიცემის პროცედურა თურქეთის მასშტაბით ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო და 17:00 საათამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტობის კანდიდატები გახლავთ, 14 მაისს გამართულ პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმის მიმღები, სახალხო ალიანსი კანდიდატი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ეროვნული ალიანსის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.
მეორე მხრივ, საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში რეგისტრირებულმა 3,5 მილიონმა ამომრჩეველმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემის პროცედურა 24 მაისს დასრულდა, რაც შეეხება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, დღეს, თურქეთის დროით, 17:00 საათამდე იფუნქციონირებს.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს