ერდოღანი: „სირიის ჩრდილოეთში ლტოლვილის განსათავსებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება“
ერდოღანი: „სირიის ჩრდილოეთში ლტოლვილის განსათავსებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება“
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში 1 მილიონი ლტოლვილის განსათავსებელი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა გრძელდება.
გუშინ, სტამბოლის კონგრეს ცენტრში გამართულ „ძლიერი ინდუსტრია, ძლიერი თურქეთი, სტამბულის შეხვედრაზე“ სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ერდოღანი სირიელი ლტოლვილების საკითხსაც შეეხო.
„თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ლტოლვილებისთვის ბრიკეტის სახლები ააშენა. ჩვენ ეს გავაკეთეთ არა მხოლოდ როგორც სახელმწიფო, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. გარდა ამისა, კატარის სახელმწიფოს მხარდაჭერით გრძელდება მუშაობა სახლების მშენებლობაზე, რომლებიც 1 მილიონ ლტოლვილს იტევს. აღნიშნული სახლების საძირკველი უკვე ჩაიყარა. ჩვენ შევქმენით შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა თურქეთში თავშეფარებული სირიელები ნებაყოფლობით წასულიყვნენ ამ ადგილებში. ჩვენს ქვეყანაში თავშეფარებული ლტოლვილების იძულებით კი არა, როგორც ზოგიერთი სხვა ქვეყნები აკეთებენ, არამედ ნებაყოფლობით გაგზავნა გვსურდა და ამას ვაკეთებთ ახლაც. ამაში კი გამოიხატება ჩვენი კეთილსინდისიერება და ისლამური მიდგომა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთი ხვალ დაიწყებს ლიბანის დატოვების მსურველი მოქალაქეების ევაკუაციას
თურქეთი ხვალ დაიწყებს ლიბანის დატოვების მსურველი მოქალაქეების ევაკუაციას