საზღვარგარეთ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

საზღვარგარეთ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

1989920
საზღვარგარეთ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა

თურქეთში, 28 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის უცხოეთის საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ და ხმის მიმცემ ამომრჩეველთა რაოდენობამ 1 მილიონ 733 ათას 940-ს მიაღწია.

საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში  და სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს მიერ (YSK) გავრცელებული ბოლო ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უცხოეთის საარჩევნო სიაში რეგისტრირებულმა 1 მილიონ 733 ათას 940-მა ამომრჩეველმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით.

ცნობისათვის, საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში ხმის მიცემის პროცედურები 24 მაისს დასრულდება, რაც შეეხება სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს, 28 მაისის 17:00 საათამდე გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები