არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი

არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი

1988274
არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი

არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა. თურქეთში 28 მაისს კიდევ ერთხელ ჩატარდება არჩევნები. საარჩევნო კალენდარში საჩივრების გადაწყვეტის ვადა ამოიწურა. საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმების მქონე ორი კანდიდატი, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

28 მაისისთვის უკუთვლა დაიწყო, საარჩევნო კალენდარიც მოქმედებს.

პროვინციის საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილებებისა და პროვინციების შეერთების ოქმების თაობაზე გაკეთებულ საჩივრებზე უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო. არჩევნების საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

საზღვარგარეთ ხმის მიცემა 20 მაისს დაიწყება.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველად ხმებს საზღვარგარეთ და საბაჟო პუნქტებზე მისცემენ.

ხმის მიცემა საზღვარგარეთ მდებარე წარმომადგენლობებში 20 მაისს დაიწყება და 5 დღეში დასრულდება. საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს, საბაჟო პუნქტებზეც ხმის მიცემა 28 მაისის 17:00 საათამდე შეეძლებათ.

პროპაგანდის პერიოდი 27 მაისს 18:00 საათზე დასრულდება.

როგორც პირველ ტურში, კანდიდატები თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლის TRT-ს ეთერში პროპაგანდის ჩასატარებლად ორჯერ გამოვლენ.

28 მაისს, ამჯერად, კონვერტებში ერთი ბიულეტენი ჩაიდება. ორი კანდიდატიდან გამარჯვებული გახდება ის, ვინც ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებს.


საკვანძო სიტყვები: #საბოლოო შედეგები , #არჩევნები

მსგავსი ინფორმაციები