არჩევნები მეორე ტურში გადავიდა, საარჩევნო კალენდარი ისევ მოქმედებს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს გაიმართება

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ყუთები 28 მაისს კიდევ ერთხელ დაიდგმება. მოქმედებს საარჩევნო კალენდარიც.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური თურქეთში 28 მაისს გაიმართება.
პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმების მომგროვებელი ორი კანდიდატი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ქემალ ქილიჩდაროღლუ კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
რაიონული საარჩევნო საბჭოს გადაწყვეტილებებსა და შეერთების ოქმების წინააღმდეგ საჩივრებზე გადაწყვეტილებებს რაიონული საარჩევნო საბჭოები მიიღებენ.
არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გახდება ცნობილი.
საზღვარგარეთ ხმის მიცემა 20 მაისს დაიწყება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პირველ ხმებს ისევ საზღვარგარეთ და საბაჟო პუნქტებზე მისცემენ.
ხმის მიცემა საზღვარგარეთ მდებარე წარმომადგენლობებში 20 მაისს დაიწყება და 5 დღეში დასრულდება.
როგორც პირველ ტურში, კანდიდატები საარჩევნო პროპაგანდისთვის თრქეთის ტელე-რადიო მაუწყებლის TRT-ს ეთერში ორ-ორჯერ გამოვლენ.
პროპაგანდის ჩატარების პერიოდი 27 მაისს დასრულდება.
არჩევნებამდე 10 დღით ადრე აკრძალულია წერილობითი, ზეპირი და ვიზუალური მედიითა და სამაუწყებლო საშუალებებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით, ანკეტებით და პროგნოზებით მაუწყებლობა, რომელიც გავლენას მოახდენს მოქალაქეთა ხმაზე.
პროპაგანდის პერიოდი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 27 მაისს, 18.00 საათზე დასრულდება.
28 მაისს საარჩევნო ყუთებში ამჯერად კონვერტებში ერთი ბიულეტენი განთავსდება. ორი კანდიდატის რბოლაში გამარჯვებული პრეზიდენტი გახდება.