თურქეთ-სირიის ურთიერთობების წინსვლისთვის სამოქმედო გეგმა მომზადდება

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს მოამზადონ სამოქმედო გეგმა თურქეთ-სირიის ურთიერთობების წინსვლისთვის

1984994
თურქეთ-სირიის ურთიერთობების წინსვლისთვის სამოქმედო გეგმა მომზადდება

თურქეთის, რუსეთის, სირიისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს მოამზადონ სამოქმედო გეგმა თურქეთ-სირიის ურთიერთობების წინსვლისთვის.

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ემირ აბდულაჰიანი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფაისალ ალ-მიქდადი, მინისტრებმა „შინაარსობრივი და ღია მოლაპარაკება“ გამართეს თურქეთსა და სირიას შორის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების არორძინების შესახებ საკითხებში სხვადასხვა ასპექტზე.

„მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება სირიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ტერორიზმთან ყველა ფორმითა და გამოვლინებით ბრძოლის მიმართ, გაეროს უშიშროების საბჭოს 2254 რეზოლუციისა და „ასტანას ფორმატის“ ფარგლებში გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებების შესაბამისად“. - აღნიშნულია განცხადებაში.

ხაზი გაესვა სირიისთვის საერთაშორისო დახმარების გაზრდის მნიშვნელობას სირიელების სამშობლოში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის კუთხით.

მონაწილეები ასევე შეთანხმდნენ, რომ თურქეთსა და სირიას შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით დაავალონ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს, მოამზადონ სამოქმედო გეგმა ოთხი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებთან და დაზვერვის სამსახურებთან კოორდინაციით.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრაზე მინისტრების აზრთა გაცვლა მოხდა „პოზიტიურ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში“ და რომ მინისტრები ასევე არსებულ ოთხმხრივ ფორმატში უახლოეს პერიოდში მაღალი დონის კონტაქტების და ტექნიკური მოლაპარაკებების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.


საკვანძო სიტყვები: #სამოქმედო გეგმა , #სირია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები