ჩავუშოღლუმ ბაიდენის განცხადება გააკრიტიკა

ჩავუშოღლუმ ბაიდენის განცხადება გააკრიტიკა

1978784
ჩავუშოღლუმ ბაიდენის განცხადება გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, სოციალური ქსელის მეშვეობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა: „პოლიტიკური შარლატანები, რომლებიც ისტორიის დამახინჯებას ცდილობენ, ისევ სცენაზე გამოვიდნენ! ისტორია პოლიტიკური განცხადებებით არ გადაიწერება. ოპორტუნისტები, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ ამ დამოკიდებულებას, აუცილებლად შეახსენებენ თავიანთი ფარულ მოტივებს და თვალთმაქცობას. არავის აქვს უფლება ისტორიის გაკვეთილები ასწავლოს თურქ ერს“.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხების ბრალდებებთან დაკავშირებით წერილობით განცხადებაში გამოიყენა ტერმინი „გენოციდი“.



მსგავსი ინფორმაციები