ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

1974082
ჩავუშოღლუ აზერბაიჯანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაირამოვს ტელეფონით დაუკავშირდა, მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე მომხდარ შეტაკებაში აზერბაიჯანის არმიის 3 ჯარისკაცი დაიღუპვის გამო.

დიპლომატიური წყაროების განცხადებაში ნათქვამია: „საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, გუშინ მომხდარი სომხური პროვოკაციების შემდეგ ტელეფონით დაუკავშირდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს და სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა გამო“.

განცხადების მიხედვით, ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი და თურქი ხალხი სრულად უჭერენ მხარს აზერბაიჯანს.



მსგავსი ინფორმაციები