პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატების სია გამოქვეყნდა

პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატების სია გამოქვეყნდა

1967884
პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატების სია გამოქვეყნდა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კოლეგიამ (YSK), მიმდინარე წლის 14 მაისს დაგეგმილი საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების, ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატების სია გამოაქვეყნა.

YSK-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების ოფიციალური სია ანბანური თანმიმდევრობითაა შედგენილი: ასე, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები გახლავთ: ქემალ ქილიჩდაროღლუ, მუჰარემ ინჯე, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სინან ოღანი.

საპრეზიდენტო კანდიდატების სია ოფიციალურ გაზეთში უკვე გამოქვეყნდა.

შესაბამისად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 14 მაისს, კვირას, ხოლო მეორე ტურის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება 2023 წლის 28 მაისს.



მსგავსი ინფორმაციები