პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 6 თებერვალს, ქაჰრამანმარაში მომხდარ მიწისძვრებთან დაკავშირებით განაცხადა: „ჩვენ განვახორციელებთ აქტივობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიწისძვრის ზონაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ნორმალურ მდგომარეობას და არ გამოტოვებენ რაიმე სერვისს, განათლებიდან, ჯანდაცვამდე“.
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ჩვენ არასდროს დავიხევთ უკან, „თურქეთის საუკუნის“ ხედვიდან, რომელიც არის ჩვენი საგზაო რუკა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკეთებთ, მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების აღსადგენად. TOGG-მა (თურქული ავტომობილების მწარმოებელი კომპანია) მიიღო 177,000-ზე მეტი წინასწარი შეკვეთა. ეს იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენი ერი გულწრფელად ენდობა ეროვნული წარმოების ავტომობილს. მომავალ თვეში ჩვენ ჩვენს ერს გავუზიარებთ ჩვენ მრავალ მნიშვნელოვან თავდაცვის ინდუსტრიის პროექტების სასიხარულო ინფორმაციას, მათ შორის Hürjet-ის (რეაქტიული წვრთნისა და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავი) და TCG Anadolu-ს (თურქეთის პირველი ადგილობრივი წარმოების საბრძოლო ავიამზიდი) შესახებ. მარხვის (რამადანი) თვის დასრულებამდე ვმართავთ შავი ზღვის გაზის ზონგულდაქ ფილიოსის გადამამუშავებელ ქარხანაში მიტანის ცერემონიას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.