პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას

პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას

1963871
პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას

 

დღეს პრეზიდენტ ერდოღანის მონაწილეობით 11 პროვინციაში 17 ათას 902 ბინის მშენებლობას საძირკველი ჩაეყრება.

დღეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის და გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების მინისტრის მურათ ქურუმის მონაწილეობით ქაჰრამანმარაშში გასამართი ღონისძიებით საძირკველი ჩაეყრება 11 პროვინციაში 17 902 ბინის მშენებლობას.

პრეზიდენტი დღეს ქაჰრამანმარაშში გაემგზავრება. იგი ქალაქში გაწეული სამუშაოების შესახებ მიიღებს ინფორმაციას და სამუშაოებს თავად დაათვალიერებს.

პრეზიდენტი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებთან ერთად იფთარის ვახშამს დაესწრება.

იგი მიწისძვრის ზონაში მოქალაქეებთან შეხვედრებს რამადანის მთელი თვის განმავლობაში გააგრძელებს.



მსგავსი ინფორმაციები