ჰულუსი აქარ-სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ჰულუსი აქარ-სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

1963858
ჰულუსი აქარ-სერგეი შოიგუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი თავის რუს კოლეგა სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქარ-შოიგუს შორის გამართულ სატელეფონო საუბრის დროს, უკრაინის, მარცვლეულის გადაზიდვისა და ჩრდილოეთ სირიის კონტექსტში საკითხები იქნა განხილული.

სატელეფონო საუბრის დროს, აქარმა გამოხატა კმაყოფილება მარცვლეულის გადაზიდვების საკითხში მიღწეული შეთანხმება, რამაც დიდი წვლილი შეიტანა გლობალური სასურსათო კრიზისის მოგვარებაში და ხაზი გაუსვა მარცვლეულის მიწოდების შეუფერხებლად გაგრძელების მნიშვნელობას.

მინისტრმა აქარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს თავის წვლილს რეგიონში მშვიდობისა და ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველსაყოფად, როგორც ამას აქამდე აკეთებდა.

სირიის ჩრდილოეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აქარმა განაცხადა, რომ თურქეთის ერთადერთი მიზანია ტერორიზმთან ბრძოლაა, რათა უზრუნველყოს თავისი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოება და თავიდან აიცილოს შემდგომი ჰუმანიტარული ტრაგედია.

თავის მხრივ, აქარმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით დაწყებული მოლაპარაკებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობასა და სტაბილურობაში რეგიონში, მათ შორის სირიაში, რომლის გაგრძელებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა აქარმა თავის რუს კოლეგას ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის 6 თებერვალს ქაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ.



მსგავსი ინფორმაციები