პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრეზიდენტ ჰერცოგთან
პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან.
კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებით, გუშინ საღამოს გამართული სატელეფონო საუბრის დროს თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ისრაელის პრეზიდენტმა ჰერცოგმა ერდოღანს რამაზანი მიულოცა.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ჰერცოგს ფესახის დღე მიულოცა, რომელსაც ებრაელები აპრილში აღნიშნავენ და მადლობა გადაუხადა მიწისძვრის შემდეგ თურქეთის მიმართ სოლიდარობისთვის. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ისინი ერთგულნი არიან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების გადაწყვეტილებისა.
მან გამოხატა ღრმა შეშფოთება იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მზარდი თავდასხმების გამო ამ დღეებში, როცა რამაზანი მოახლოვდა და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია, არ იქნას დაშვებული პროვოკაციები და მუქარა მესჯიდ ალ-აქსას ისტორიული სტატუსისა და სულიერების წინააღმდეგ.
ერდოღანმა ასევე მადლობა გადაუხადა ჰერცოგს სიმშვიდისა და სტატუს კვოს შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის.