ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1962529
ჩავუშოღლუმ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე აღებული ვალდებულებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქეთის ხელახალი აღდგენის ძალისხმევას.

ჩავუშოღლუმ ამის შესახებ, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გამართულ, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრებით დაზარალებულებისთვის, საერთაშორისო დონორთა კონფერენციის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჩავუშოღლუმ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის კომისიას და შვედეთს, რომელიც ხელმძღვანელობდა კონფერენციის ორგანიზებას, და ყველა ქვეყანას, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ პროექტს.

„კონფერენციას დაესწრო 65 ქვეყანა, 26 საერთაშორისო ორგანიზაცია და ფინანსური ინსტიტუტი. კონფერენციაზე ჩვენი ქვეყნისთვის 6 მილიარდზე მეტი ვალდებულება იქნა აღებული. თურქეთი ყოველთვის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ეხმარებოდა რთულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს და ადამიანებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ახლა ვხედავთ იგივე სოლიდარობას და სენსიტიურობას ევროკავშირისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ჩვენ ავაშენებთ ახალ დასახლებებს, რომლებიც იქნებიან უფრო უსაფრთხო, უფრო გამძლე, უფრო ინკლუზიური, უფრო მწვანე და ჭკვიანი. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულების უკან დაბრუნება რა თქმა უნდა შეუძლებელია. დღეს აღებული ვალდებულებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების აღდგენის ძალისხმევაში“, განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები