პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1961044
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული საინვესტიციო ფონდი ხელს შეუწყობს თურქულ სამყაროში ეკონომიკურ ინტეგრაციას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, გუშინ, ანკარაში გამართული, თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტის შეფასებების დროს გააკეთა. მისი თქმით, სამიტი, რომელიც წარმატებით დასრულდა, მიზანი, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შემდგომი სოლიდარობა გახლდათ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამიტზე დამსწრე სახელმწიფო ლიდერებს მადლობა გადაუხადა და თქვა: „ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ სოლიდარობას და ერთიანობას რომელიც თურქულმა სამყარომ გამოავლინა იმ უბედურების მიმართ, რაც ჩვენ განვიცადეთ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ სამიტის ფარგლებში ასევე განიხილეს თანამშრომლობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა, რომლებიც წარმოადგენს თურქულ სამყაროში ინტეგრაციის ძრავებს. ერდოღანმა თქვა: „თურქული საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელმოწერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ფონდის წყალობით, მცირე და საშუალო საწარმოების და განვითარების პროექტების მხარდაჭერა იქნება შესაძლებელი. ფონდი ასევე შეუწყობს ხელს, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჯაჭვების, ინფრასტრუქტურული პროექტების, ინვესტიციებს სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში და განახლებადი ენერგიის სფეროებში. ფონდი, თურქულ სამყაროში ეკონომიკურ ინტეგრაციასაც გაუწევს შესაბამის მხარდაჭერას. დაარსებულ ფონდს სტამბოლი უმასპინძლებს. ამ გზით ჩვენ უზრუნველვყავით სტამბულის მიერ შესრულებული ცენტრალური როლის კონსოლიდაცია გლობალურ ფინანსურ საზოგადოებაში“.



მსგავსი ინფორმაციები