იბრაჰიმ ქალინი ჯეიკ სალივანს და ვიქტორია ნულანდს შეხვდა

იბრაჰიმ ქალინი ჯეიკ სალივანს და ვიქტორია ნულანდს შეხვდა

1959845
იბრაჰიმ ქალინი ჯეიკ სალივანს და ვიქტორია ნულანდს შეხვდა
ibrahim kalin abd'de.jpg
victoria nuland-ibrahim kalin.jpg

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველს ჯეიკ სალივანს და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდს შეხვდა. შეხვედრა ვაშინგტონში თეთრ სახლში და სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა.

პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების, თანამშრომლობა თავდაცვის ინდუსტრიაში, ენერგოუსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების პროცესი, რუსეთ-უკრაინის ომი, სამხრეთ კავკასია და აზერბაიჯან-სომხეთის მოლაპარაკების საკითხები იქნა განხილული.

ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთი, მხარს უჭერს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ხაზგასმულია, რომ სამმხრივი შეთანხმების ფარგლებში შვედეთისა და ფინეთის ვალდებულებების შესრულება დააჩქარებს პროცესს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თურქეთის როლი მარცვლეულის გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაში მნიშვნელოვანია რა, ასევე ხაზგასმულია, რომ თურქეთი გააგრძელებს მტკიცე ბრძოლას ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის PKK/PYD/YPG, დაეში-ს და FETÖ-ს წინააღმდეგ.

თავის მხრივ, ქალინის შეხვედრებთან დაკავშირებით თეთრი სახლიდანაც გავრცელდა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ იბრაჰიმ ქალინ-ჯეიკ სალივანს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონალური და გლობალური საკითხები, ასევე ორმხრივი ურთიერთობები.



მსგავსი ინფორმაციები