პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება

1957947
პრეზიდენტმა ერდოღანმა არჩევნების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და 28-ე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს გაიმართება.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, დედაქალაქ ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში საარჩევნო გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გააკეთა.

„კონსტიტუციის 116-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით, მიდინარე წლის 18 ივნისს ჩასატარებელი არჩევნების თარიღის 14 მაის გადმოტანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხელი მოვაწერე. პირველ რიგში, 18 ივნისი იყო თარიღი, რომელიც დაემთხვა საუნივერსიტეტო გამოცდების კალენდარს, რომელიც მილიონობით ახალგაზრდის მომავალს ეხება. ეს თარიღი ასევე დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც 100 ათასობით ჩვენი მოქალაქე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ პილიგრიმობის (ჰაჯობის) შესასრულებლად მიდიან წმინდა მიწებზე (მექაში). ასევე ამ პერიოდში ჩვენი მილიონობით მოქალაქე თავიანთ კუთხეებში თუ სხვაგან, დასასვენებლად მიდიან. ამ მიზეზების გამო ჩვენ შევაფასეთ, რომ 18 ივნისი არ არის ჯანსაღი თარიღი იმისათვის, რომ ჩვენი ერის ნება აისახოს საარჩევნო ყუთებზე“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.   



მსგავსი ინფორმაციები