მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 ათას გასცდა

მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 ათას გასცდა

1952977
მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45 ათას გასცდა

6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 45 ათას 089-მდე გაიზარდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 6 თებერვლის შემდეგ რეგიონიდან 1 მილიონ 971 ათას 589 მოქალაქე იქნა ევაკუირებული.

მეორეს მხრივ, ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ და სანაპირო დაცვის სარდლობამ რეგიონში შესაბამის სამუშაოებში მონაწილოების მისაღებად 38 გემი მიავლინა.

თავის მხრივ, დასრულდა 358 ათას 37 კარვის მონტაჟი, რომლებიც მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში სამინისტროებმა, შესაბამისმა ინსტიტუტებმა და ორგანიზაციებმა, სხვადასხვა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაგზავნეს. ამავე ინფორმაციით, საკონტეინერო ქალაქების დამონტაჟება გრძელდება 10 პროვინციასა და 162 პუნქტში.



მსგავსი ინფორმაციები