სედათ ონალმა მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო
სედათ ონალმა მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო
გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, სედათ ონალმა გენერალურ მდივნ ანტონიო გუტერეშისთვის რწმუნებათა სიგელის გადაცემით მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.
გუტერეშმა, სედათ ონალი, ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში მიიღო.
დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით, გუტერეშმა და ონალმა რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის შემდეგ შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გაეროს როლის გაგრძელების მნიშვნელობაზე საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებაში ჰუმანიტარული დახმარების გაწევისა და თურქეთის მიმართ სრული სოლიდარობის გამოვლენის კუთხით, ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შემდეგ, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დიდი მატერიალური ზარალი გამოიწვია. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მარცვლეულის შეთანხმების სრულ შესრულებას და სასუქის გადაზიდვის საკითხს. შეხვედრაზე ორმხრივად დადასტურდა თურქეთსა და გაეროს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის შენარჩუნების ერთგულება ფართო სფეროში, მათ შორის ნულოვანი ნარჩენების საკითხში.
ცნობისათვის, სედათ ონალი სანამ გაეროში თურქეთის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნებოდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.