მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომელმაც 11 პროვინცია დააზარალა, ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 38 ათას 044-მდე გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფების და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს.
მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პროვინციებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
მეორეს მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიწისძვრის ზონაში უცხოეთიდან ჩამოსული სამძებრო-სამაშველო ჯგუფების შესახებ ბოლო ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს განცხადებით, მათ, 101 ქვეყნიდან მიიღეს დახმარების შეთავაზება რა, ამჟამად 66 ქვეყნის მიერ გამოგზავნილი სამძებრო-სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან მიწისძვრის ზონაში.
მსგავსი ინფორმაციები

ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
ფაჰრეთინ ალთუნი "TRT World Forum 2023"-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას დეზინფორმაციას შეეხო