ნატოს გენერალური მდივანი თურქეთში იმყოფება
ნატოს გენერალური მდივანი თურქეთში იმყოფება


პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიიღო. იენს სტოლტენბერგი დედაქალაქ ანკარაში, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შემდეგ, რომელიც „საუკუნის კატასტროფად“ შეფასდა, სოლიდარობის მესიჯების მისაცემად ჩავიდა. შეხვედრა, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. პრესისათვის დახურულ შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქ ხალხს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა.
მანამდე კი იენს სტოლტენბერგი, საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა რა დროსაც განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეები, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის ჰათაიში და ისკენდერუნში 3000 ადამიანისთვის საკონტეინერო სახლებს ააშენებენ.
მსგავსი ინფორმაციები

ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს
ჩინური მედია თურქეთის თავდაცვის მრეწველობაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს