ჰულუსი აქარი ნეჯლა ელ-მენკუშის შეხვდა

ჰულუსი აქარი ნეჯლა ელ-მენკუშის შეხვდა

1946218
ჰულუსი აქარი ნეჯლა ელ-მენკუშის შეხვდა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ნეჯლა ელ-მენკუშს შეხვდა, რომელიც ჰათაის 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის გამო ეწვია.

შეხვედრაზე ლიბიელმა დიპლომატმა ჰულუსი აქარს მომხდარის გამო სამძიმარი გამოიცხადა და განაცხადა, რომ მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის. აქარმა კი მას მიწისძვრის შემდგომი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიწოდა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომლის დროსაც ათი პროვინცია დაზარალდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები