მსოფლიო ლიდერები პრეზიდენტ ერდოღანს სამძიმარს უცხადებენ

მსოფლიო ლიდერები პრეზიდენტ ერდოღანს სამძიმარს უცხადებენ

1945506
მსოფლიო ლიდერები პრეზიდენტ ერდოღანს სამძიმარს უცხადებენ

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ტელეფონით დაურეკეს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და მიწისძვრის შედეგად დაღუპულების გამო სამძიმარი გამოუცხადეს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვეს.   

პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა და შარლ მიშელმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბარი გამართეს.

კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებში ასევე აღნიშნულია, რომ მიწისძვრის გამო ტელეფონით დაურეკეს და სამძიმარი გამოუცხადდეს ისეთი ქვეყნების ლიდერებმა, როგორიცაა ალჟირი, გვინეა-ბისაუ, სენეგალი, შრი-ლანკა, ყირგიზეთი, ერაყი, სუდანი და სხვა.

მოერეს მხრივ, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის გამო პრეზიდენტ ერდოღანს ასევე დაურეკა და სამძიმარი გამოუცხადა, ერაყის ქურთული რეგიონალური მმართველობის ყოფილმა თავმჯდომარე მესუთ ბარზანიმ.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად, რომლის დროსაც ათი პროვინცია დაზარალდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა და დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები