თურქეთმა მკაცრად დაგმო მექსიკის სენატის გადაწყვეტილება
თურქეთმა მკაცრად დაგმო მექსიკის სენატის გადაწყვეტილება
თურქეთმა მკაცრად დაგმო მექსიკის სენატის გადაწყვეტილება 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით სომხების პრეტენზიების აღიარების შესახებ. მექსიკის სენატის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „2023 წლის 8 თებერვალს მექსიკის სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და 1915 წლის მოვლენების „გენოციდად“ აღიარება არის ისტორიის პოლიტიკური მოტივით გამოყენების არასწორი მცდელობა. ჩვენ უარვყოფთ ამ გადაწყვეტილებას და მკაცრად ვგმობთ მას. შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოებს არ აქვთ ისტორიის ინტერპრეტაციისა და განსჯის უფლება. აღნიშნული მცდელობა აშკარად არღვევდა გაეროს კონვენციას, გენოციდის პრევენციისა და დასჯის შესახებ და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ 1915 წლის მოვლენები იყო ლეგიტიმური ქმედება. სამწუხაროა, რომ თურქეთში დატრიალებული ტრაგედია დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ტარდებოდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები რა, მათი ეს ქმედება, შეუთავსებელია თურქეთ-მექსიკის მეგობრობასთან. ჩვენ მოვუწოდებთ, მექსიკის სენატს გამოასწოროს ეს შეცდომა, იმის ნაცვლად, რომ ემსახუროს ზოგიერთი წრეების დღის წესრიგს, რომლებიც ცდილობენ ისტორიიდან მტრობის შექმნას“.