პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია

პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია

1944102
პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებს ეწვია

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაში იყო, ეწვია და ადგილზე გაეცნო მიმდინარე სამუშაოებს. ქაჰრამანმარაშის შემდეგ ჰათაიში ჩასულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებზე პასუხისმგებელი მინისტრებისგან ბრიფინგის მიიღო და შესაბამისი განკარგულებები გასცა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აქ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ჩვენ განვიცადეთ ერთ-ერთი ყველაზე კატასტროფული მიწისძვრა ჩვენს ისტორიაში. სამწუხაროდ, ერთმანეთის მიყოლებით 10 პროვინციაში ორი არათანაბარი მიწისძვრა გადაგვხდა. ჰათაი იმ პროვინციებს შორის გახლავთ, რომელმაც ყველაზე მეტი ნგრევა განიცადა. მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მობილიზებული იქნა სახელმწიფოსა და ერის ყველა საშუალება. საძიებო-სამაშველოდან დაწყებული დახმარების საქმიანობით დამთავრებული ყველაფერი შესაბამისად ხორციელდება“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტი ჰათაის შემდეგ ადანაშიც ჩავიდა.



მსგავსი ინფორმაციები