ნანგრევებიდან იმედის მომცემი ფაქტები გრძელდება
ნანგრევებიდან იმედის მომცემი ფაქტები გრძელდება



ასობით სამაშველო ჯგუფი და ათასობით მოხალისე მუშაობს იმისათვის, რომ 6 თებერვალს ქაჰრამანმარაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებიდან სასიხარულო ამბავი მიაწოდონ მოსახლეობას.
საათები გადის, მაგრამ იმედის მომცემი ამბებიც მოდის ნანგრევებიდან. გაზიანთეფში მიწისძვრიდან 76 საათის შემდეგ ერსინ და მუსტაფა თაბური და მათი მამა ცოცხლად ამოიყვანეს. ქაჰრამანმარაშში 72 საათის შემდეგ 72 წლის ისმაილ ალთინოქი და 73 საათის შემდეგ სამ წევრიანი ოჯახი, მათ შორის ერთი 5 წლის ბავშვი, 70 საათის შემდეგ 49 წლის დურან შექერი და 68 საათის შემდეგ 80 წლის ერთი ქალბატონი ცოცხლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
მსგავსი სასიხარულო ამბები მოდის დიარბაქირიდან და სხვა პროვინციებიდანაც. დიარბაქირში 72 საათის შემდეგ ერთი ქალბატონი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ჰათაიში 67 საათის შემდეგ ერთ-ერთი ნანგრევებიდან ორი უცხოელი, მათ შორის ერთი ბავშვი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ქირიქჰანის რაიონში 68 საათის შემდეგ ექვსი ადამიანი მათ შორის სამი ბავშვი ამოიყვანეს ნანგრევებიდან. იმავე ადგილას 7 თვის ბავშვი 66 საათის შემდეგ ცოცხლად ამოიყვანეს ნანგრევებიდან.
ადიამანში კი 65 საათის შემდეგ დედა და 2 გოგო შვილი ამოიყვანეს, ხოლო შანლიურფაში 69 საათის შემდეგ ერთი ქალბატონი ამოიყვანეს ნანგრევებიდან ცოცხალი.