პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონს ეწვია

პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონს ეწვია

1943837
პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონს ეწვია

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 6 თებერვალს ქაჰრამანმარაში 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებით დაზარალებულ რეგიონს ეწვია. პრეზიდენტი ერდოღანი ჯერ, ქაჰრამანმარაშშის, ფაზარჯიქის რაიონს ეწვია სადაც მან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ბოლო ინფორმაცია მიიღო. პრეზიდენტი ერდოღანი ქაჰრამანმარაშდან, ჰათაიში ჩავა სადაც ადგილზე გაეცნობა მიმდინარე სამუშაოებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ქაჰრამანმარაშში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მიწისძვრის შემდეგ მთელი შესაძლებლობები მობილიზებულ იქნა რა, მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში ერთ წელიწადში ახალ სახლებს ააშენებენ. მისივე თქმით, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ანტალიის, ალანიისა და მერსინის სასტუმროებში განათავსებენ.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს ფინანსურ დახმარებასაც გაუწევენ.



მსგავსი ინფორმაციები