მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 თას 234-მდე გაიზარდა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 თას 234-მდე გაიზარდა

1943627
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 თას 234-მდე გაიზარდა

7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაში იყო, დაღუპულთა რიცხვი 6 თას 234-მდე გაიზარდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაში იყო, თურქეთის დროით 06:15 საათიდან 6 ათას 234 ადამიანი დაიღუპა და 37 ათას 11 ადამიანი დაშავდა.

მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთა თავშესაფრისთვის რეგიონში 50 818 ოჯახის კარავი დაიდგა.

ადგილზე 79 ათას 110 სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.

სტიქიის ზონაში ექსკავატორები, ბუქსირები, ამწეები, დოზერები, სატვირთო მანქანები, წყლის სატვირთო მანქანები, მისაბმელიანი მანქანები, გრეიდერები, ვაკუუმ-სატვირთო მანქანები და მსგავსი სამშენებლო ტექნიკა, სულ 5402 მანქანა,  გაიგზავნა.

სულ 10 გემი, მათგან 9 საზღვაო ძალების სარდლობის მიერ და 1 სანაპირო დაცვის სარდლობის მიერ გაიგზავნა რეგიონში პერსონალის, მასალის გადაზიდვისა და ევაკუაციისთვის.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები