დაღუპულთა რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა

დაღუპულთა რიცხვი 9 ათას 57-მდე გაიზარდა

1944030
დაღუპულთა რიცხვმა 9 ათასს გადააჭარბა

7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, რომლის ეპიცენტრი ქაჰრამანმარაში იყო, დაღუპულთა რიცხვი 9 ათას 57-მდე გაიზარდა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრების შედეგად 9 ათას 57 ადამიანია დაღუპული და 52 ათას 979 დაშავებული.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება 6 ათას 444 დანგრეული შენობის ნანგრევებში.

მიწისძვრების შედეგად დაზარალებულთა თავშესაფრისთვის რეგიონში 70 818 კარავი დაიდგა.

ადგილზე 96 670 სამძებრო-სამაშველო პერსონალი მუშაობს.

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ 10 პროვინციაში 77 საველე ჰოსპიტალი გაშალეს და დაამატა: "ჩვენ ასევე შეგვიძლია ქირურგიული ოპერაციები ჩავატაროთ ზოგიერთ ამ საავადმყოფოში, სადაც არის სასწრაფო სამედიცინო მომსახურება. მიწისძვრით დაზარალებულები ჯანმრთელობის სარისკო პირობებით, პირველადი რეაგირების შემდეგ, ვერტმფრენებით გადაჰყავთ რეგიონის საავადმყოფოებში".


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #მიწისძვრა

მსგავსი ინფორმაციები