მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

1942788
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება

გუშინ თურქეთის, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 3549-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს. მათივე განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი კი 22 ათას 168-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში გუშინ ადგილობრივი დროით 04:17 საათზე ქაჰრამანმარაშის პროვინციის, ფაზარჯიქის რაიონში 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრამ ათამდე ქალაქი და მრავალი რაიონი დააზარალა.

მეორეს მხრივ, ოფიციალურმა მთავრობამ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მე-4 დონის განგაშის რეჟიმი გამოაცხადა, რომელიც მოიცავს საერთაშორისო დახმარებას.

თავის მხრივ, ჰათაის პროვინციის ოდაბაშის რაიონეში მაშველებმა, 29 საათის შემდეგ დედა-შვილი 30 წლის ჰულია ილმაზი და მისი 6 თვის ბავშვი აიშე ვერა ილმაზი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები