მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5400-ს გასცდა

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4500-ს გასცდა

1943369
მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5400-ს გასცდა

გუშინ თურქეთის, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მომხდარი 7,7 და 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 5434-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო (AFAD) ავრცელებს. მათივე განცხადებით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 31 ათას 777-მდე გაიზარდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მეორეს მხრივ, თურქეთის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის მიერ რეგიონში გაგზავნილმა 10 ათას კაციანმა ჯგუფმა, მიწისძვრის ზონებში კარვების გაშლა უკვე დაიწყეს.

რეგიონში მივლინებული სამძებრო-სამაშველო პერსონალის რაოდენობა 25 ათას 693-ს შეადგენს, მანქანების რაოდენობა 360-ს, ​​სამშენებლო ტექნიკის რაოდენობას კი 3 ათას 361-ს.



მსგავსი ინფორმაციები