პრეზიდენტმა ერდოღანმა მიწისძვრის შედეგებთან დაკავშრებით ბოლო მონაცემები განაცხადა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მიწისძვრის შედეგებთან დაკავშრებით ბოლო მონაცემები განაცხადა

1942496
პრეზიდენტმა ერდოღანმა მიწისძვრის შედეგებთან დაკავშრებით ბოლო მონაცემები განაცხადა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაში დღეს დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით, 912 მოქალაქე დაიღუპა, 5385 კი დაშავდა. პრეზიდენტმა ერდოღანმა ამის შესახებ, ანკარაში კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში (AFAD) მიღებული ბოლო ინფორმაციების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„წუხელ ღამეში, 04:17 საათზე, ჩვენ შეგვძრა 1939 წლის ერზინჯანის მიწისძვრის შემდეგ ყველაზე დიდმა კატასტროფამ. ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს 9 ათასი თანამშრომელი ახორციელებს. მათი რიცხვი კი სხვა რეგიონებიდან ჩასულებთან ერთად იზრდება. მიწისძვრის შედეგად ამ დროისთვის ჩვენი 912 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 5385-მა მოქალაქე დაშავდა. პროვინციებში, სადაც მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა, დანგრეული შენობების ქვეშ მყოფთა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გაგრძელდა. ჩვენს ქვეყანასთან საერთაშორისო დახმარებისთვის კონტაქტების დამყარება დაიწყო. გარდა ნატოსა და ევროკავშირისა, ჩვენამდე მოვიდა დახმარების შეთავაზება 45 ქვეყნიდან“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები