მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1651-მდე გაიზარდა
ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში მომხდარი 7,7 და ელბისტანის რაიონში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად 1651 ადამიანი დაიღუპა

ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში მომხდარი 7,7 და ელბისტანის რაიონში 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრების შედეგად 1651 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1651-მდე გაიზარდა და 11 ათას 119 ადამიანი დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 5606 შენობაც დაინგრა.
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა ასევე განაცხადა, რომ მათ შექმნეს საჰაერო დახმარების დერეფანი 17 თვითმფრინავით და ამ დერეფნის გამოყენებით ცდილობენ რეგიონებში დახმარების, AFAD-ისა და ჯანდაცვის პერსონალის ჩაყვანას.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) განცხადებით, მიწისძვრის სიმძლავრე, რომელიც 04:17 საათზე მოხდა ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში 7,7 მაგნიტუდა იყო.
სტიქიის შემდეგ, რამაც 10-ზე მეტი ქალაქი დააზარალა, მე-4 დონის განგაშის რეჟიმი ამოქმედდა, რომელიც საერთაშორისო დახმარებასაც მოიცავს.
დანგრეულ შენებობში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაიწყო.
ჯგუფები მუშაობას ადგილზე აგრძელებენ.
ქაჰრამანმარაშის ელბისტანის რაიონში კიდევ ერთი 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 13:24 წუთზე მოხდა.