დაღუპულთა რიცხვი 1498-მდე გაიზარდა

ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 1498 ადამიანი დაიღუპა

1942600
დაღუპულთა რიცხვი 1498-მდე გაიზარდა

ქაჰრამანმარაშის ფაზარჯიქის რაიონში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 1498 ადამიანი დაიღუპა.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველოს (AFAD) მიწისძვრის რისკის და შემცირების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ორჰან თათარმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 1498-ია და დაშავებულთა კი 8533.

AFAD-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში კი მიწისძვრის სიმძლავრე, რომელიც ადრე 7,4 მაგნიტუდა იყო გამოცხადებული, 7,7 მაგნიტუდამდე გაიზარდა.

მიწისძვრა, რომელმაც 2834 შენობის დანგრევა გამოიწვია, 10-ზე მეტ ქალაქში იგრძნობოდა.

სტიქიის შემდეგ საერთაშორისო დახმარების  შემცველი მე-4 დონის განგაში ამოქმედდა.

დანგრეულ შენობებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას ადგილზე.

AFAD-ის ვებსაიტზე გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქმია: „ქაჰრამანმარაში მიწისძვრა თურქეთის დროით 04:17 წუთზე, 7 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა“.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები