ნატოში გაწევრიანების მსურველ შვედეთს პრეზიდენტმა ერდოღანმა უპასუხა: „ტყუილად ნუ ცდილობ“

ნატოში გაწევრიანების მსურველ შვედეთს პრეზიდენტმა ერდოღანმა უპასუხა: „ტყუილად ნუ ცდილობ“

1940648
ნატოში გაწევრიანების მსურველ შვედეთს პრეზიდენტმა ერდოღანმა უპასუხა: „ტყუილად ნუ ცდილობ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი არ იტყვიან „დიახ“ ნატოში შვედეთის გაწევრიანებაზე მანამ, სანამ ის ყურანის დაწვასა და დახევას დაუშვებს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნულის შესახებ, პარლამენტში მმართველი, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„შევედეთო, ტყუილად ნუ ცდილობ. სანამ თქვენ ნებას დართავთ ჩემი წმინდა წიგნის, ყურანის, დაწვას და დახევას, ჩვენ არ ვიტყვით „დიახ“ თქვენს ნატოში გაწევრიანებაზე. რაც შეეხება ფინეთს, ჩვენი შეხედულება დადებითია, რომ იცოდე“, განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ დანიის ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა რასმუს პალუდანმა 21 იანვარს შვედეთში, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ წმინდა ყურანი დაწვა, რა დროსაც პოლიციამ მასთან მიახლოების უფლება არავის მისცა. პალუდანმა ანალოგიური საზარელი ქმედება ჩაიდინა 27 იანვარსაც დანიაში ისევ თურქეთის საელჩოს წინ.



მსგავსი ინფორმაციები