ჩავუშოღლი: „ჩვენი მხრიდან ამ პირობებში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა შეუძლებელია“
ჩავუშოღლი: „ჩვენი მხრიდან ამ პირობებში შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა შეუძლებელია“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თუ შვედეთი ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათთან მაგიდასთან დასხდომა და საუბარი შესაძლებელი იქნება.
„ამ დროისათვის, ამ პირობებში ჩვენთვის შეუძლებელია, შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე „დიახ“ თქმა“, განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ, ბუდაპეშტში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციის დროს, კითხვაზე, თურქეთი და უნგრეთი გახლავთ ის ორი ქვეყანაა, რომლებიც არ ეთანხმებიან შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას, ჩავუშოღლუმ ასე უპასუხა: „ჩვენ, როგორც უნგრეთი, მხარს ვუჭერთ ნატოს გაფართოებას. მაგრამ ერთის მხრივ, ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების საზრუნავის გვედრით, მიუღებელია, რომ თურქეთის უსაფრთხოების საზრუნავი არ დაკმაყოფილდეს, რაც ტერორიზმთან ბრძოლაა. სამწუხაროდ, ტერორისტულ ორგანიზაციებს FETÖ-ს, PKK-ს და PYD-ს აქვთ ძლიერი ყოფნა ამ ქვეყნებში, განსაკუთრებით შვედეთში. ამ ქვეყნებში ხდება მათი დაფინანსება, ტერორისტების გადამზადება და შემდეგ სირიასა და ერაყში გაგზავნა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შვედეთსა და ფინეთში წმინდა ყურანის დაწვა, მიუღებელი ქმედებაა. თურქეთ-შვედეთ და ფინეთს შორის ხელმოწერილი სამმხრივი მემორანდუმი, ამდაგვარი ქმედებების აკრძალვასაც ითვალისწინებს. ეს ნათელი და ცალსახაა. ჩვენ არც მეტი არც ნაკლები გვინდა ამ მემორანდუმის ვალდებულებების შესრულება. ჩვენი რწმენით, ანტისემიტიზმი ისევე არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, როგორც ანტიქრისტიანობა და ანტიისლამი. ქმედებებს, რომლებიც არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, არ შეიძლება ეწოდოს აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. თუ შვედეთი ერთ დღეს, ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს, მათ, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით დავსხდებით და მოვილაპარაკებთ. ამ პირობებში კი საკითხთან მიმართებაში ჩვენი მხრიდან, „დიახ“ თქმა შეუძლებელია“.
მსგავსი ინფორმაციები

პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას
პრეზიდენტი ერდოღანი მიწისძვრის ზონაში ჩავა: საძირკველი ჩაეყრება სახლების მშენებლობას