პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1939271
პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადა: „შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ფინეთის შესახებ განსხვავებულ გზავნილს გავავრცელებთ, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშული განცხადება, ბილეჯიქში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„ჩვენ შვედეთს ვუთხარით, რომ ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ ტერორისტები დაებრუნებინათ. ჩვენ მივეცით შვედეთს 120 ადამიანის სია და ვუთხარით, რომ ეს ტერორისტები გადმოეცათ. თუ მათ არ გადმოგვცემთ, მაშინ ბოდიში. ამბობენ, შეიტანეს საკონსტიტუციო ცვლილება, ეს გააკეთეს, ის გააკეთეს. თავს დასცინიან. ისინი თურქეთს ვერ ცნობენ. ეს 20, 30, 40 წლის წინანდელი თურქეთი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება, მივაწოდოთ ფინეთს განსხვავებული გზავნილი რის შედეგადაც შვედეთი შოკირებული იქნება, როდესაც ნახავს ჩვენს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, ბილეჯიქში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს, რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენს შორის არის ურთიერთპატივისცემა. ჩემი ურთიერთობა ბატონ ვლადიმერ პუტინთან არის პატიოსნება. მიუხედავად იმისა, რომ სირიის ჩრდილოეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯერ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ, ჩვენ ვამბობთ ‘მოდით, ახლა სამმხრივი შეხვედრები მოვაწყოთ’. ამაში შეიძლება ირანიც კი ჩავრთოთ, მოვიდეს ირანი და ასე ვაწარმოოთ მოლაპარაკებები და რეგიონში მშვიდობა დავამყაროთ რადგან, რეგიონმა სამომავლოდ არ განიცადოს დღევანდელი გაუგებრობა. და აი, შედეგი გვაქვს“.

 



მსგავსი ინფორმაციები