რა საკითხები იქნა განხილული, ეროვნული უშიშროების საბჭოზე?
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა
ეროვნული უშიშროების საბჭომ მტკიცედ აღნიშნა, რომ თურქეთის ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ფაქტი აღმოფხვრილ იქნება.
პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია: „საბერძნეთის პროვოკაციული ქმედებები, რიტორიკა და მისი შეიარაღების მცდელობა არანაირ სარგებელს არ მოიტანს ჩვენს რეგიონში დაძაბულობის გაზრდის გარდა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი შესრულებული ფაქტი, რომელიც მიმართულია თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინტერესების საწინააღმდეგოდ, დაუშვებელი იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში. რაც შეეხება, ნატოს ღია კარის პოლიტიკას, თურქეთი მხარს უჭერს. ამ მხრივ, სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ ნატოს ალიანსში გაწევრიანება, უნდა იმოქმედონ ალიანსის კანონისა და სულისკვეთების შესაბამისად და დაუყოვნებლივ უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები, ტერორისტული ორგანიზაციების, განსაკუთრებით PKK/KCK-PYD/YPG-სა და FETÖ-ს წინააღმდეგ“.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შედმეგ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამაზრზენი თავდასხმები, რომლებიც ანტიისლამური რასიზმის გამოვლინებაა და მიზნად ისახავს მილიარდობით ადამიანის წმინდა ღირებულებებს, მკაცრად დაგმეს; შეგახსენებთ, რომ ისინი, ვინც ძირს უთხრის ისეთ ფასეულობებს, როგორიცაა რელიგიის, სინდისისა და აზრის თავისუფლება, წაახალისებს და იცავს ქმედებებს, რომლებიც არ აიხსნება დემოკრატიითა და გამოხატვის თავისუფლებით. მათი ამდაგვარი ქმედებები სიძულვილის დანაშაულია, რომელიც უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს.
მსგავსი ინფორმაციები
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება
ვიქტორ ორბანი დღეს ანკარაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება