ომერ ჩელიქი დასავლურ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს
ომერ ჩელიქი დასავლურ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს

სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა გამოეხმაურა ბოლო დროს დასავლურ მედიასაშუალებებში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ მიზანმიმართულ პროვოკაციულ რიტორიკას და აღნიშნა: „ის რასაც აკეთებენ ისინი, არ არის სამაუწყებლო საქმიანობა, ეს არის პრიმიტიული შავი პროპაგანდა. თურქეთი, რომელიც ინსტრუქციებს არ იღებს, კოშმარია ამ ჯგუფებისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ გავლენა მოახდინონ თურქეთის პოლიტიკურ პროცესებზე თავიანთი მახინჯი და არასერიოზული მიდგომებით. ამ ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტი ერდოღანი მაინც გააგრძელებს მშვიდობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკას. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენს პოლიტიკურ მოძრაობას ჩვენი ერის გარდა ვერავინ წარმართავს“.
მსგავსი ინფორმაციები

ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ათას 96-მდე გაიზარდა
ქაჰრამანმარაშში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50 ათას 96-მდე გაიზარდა

შანლიურფასა და ადიამანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
შანლიურფასა და ადიამანში 15 მარტს მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა