პრეზიდენტმა ერდოღანმა შვედეთში, PKK-ს პროვოკაციულ აქციაზე შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა შვედეთში, PKK-ს პროვოკაციულ აქციაზე შეფასებები გააკეთა

1932955
პრეზიდენტმა ერდოღანმა შვედეთში, PKK-ს პროვოკაციულ აქციაზე შეფასებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასულ კვირას შვედეთში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს მხარდამჭერების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციულ აქციაზე შეფასებები გააკეთა და აღნიშნა: „ამ ქმედებების მიმართ თუ შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ, ამან შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს ჩვენი ურთიერთობა შვედეთთან“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული შეფასება მუღლაში ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს, დღის წესრიგთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასებების დროს გააკეთა.

კითხვაზე, „გასულ დღეებში შვედეთში ტერორისტებმა კიდევ ერთი უკიდურესად სამარცხვინო ქმედება ჩაიდინეს. არის თუ არა ეს უკიდურესი ქმედებები PKK/PYD-ს იქ ჩარჩენის მიზეზი, ან შვედეთის ხელისუფლება თვალს ხუჭავს თუ არა ამ ქმედებებზე“? პრეზიდენტმა ერდოღანმა ასეთი პასუხი გასცა: „შვედეთმა და ფინეთმა გვთხოვეს, რომ გაწევრიანდნენ ნატოში (გასული წლის ივნისის სამიტზე) მაგრამ ჩვენ მათ ვუთხარით, თქვენ უნდა გადმოგვცეთ (ექსტრადაცია განახორციელოთ) 130-ზე მეტი ტერორისტის, რომელთაგან 100-ზე მეტის სიაც გადავეცით. მათ ამ ტერორისტების ექსტრადაცია განახორციელეს? სამწუხაროდ არა. ხშირად ვაკვირდებით PKK-ს დემონსტრაციებს მათ ქუჩებში და ვაფრთხილებთ მათ. სამწუხაროდ, მიუხედავად ამ გაფრთხილებებისა, ამ აქციებში PKK-ს ან PYD-ს შეჩერების საკითხი არ ყოფილა. თუ ისინი, ამ საკითხის მიმართ შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ, ამან შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს ჩვენი ურთიერთობა შვედეთთან“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს ისიც აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები ჩნდებიან არა მხოლოდ შვედეთსა და ფინეთში, არამედ გერმანიაში, საფრანგეთსა და ინგლისში რა, ისისნი ამ ქვეყნებთან განსაზღვრავენ  მათ დამოკიდებულებას.



მსგავსი ინფორმაციები