თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ანტალიაში სამმხრივი შეხვედრა გამართეს
თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ანტალიაში სამმხრივი შეხვედრა გამართეს
თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ანტალიაში სამმხრივი შეხვედრა გამართეს. თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საჰიბა გაფაროვას და ირანის პარლამენტის თავჯდომარე მუჰამედ ბაგერ გალიბაფს შორის ანტალიაში მიმდინარე, აზიის, მე-13 საპარლამენტო (APA) გენერალური ასამბლეის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
შენთოფმა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონული პრობლემების გადაწყვეტას და ეს უნდა მოხდეს რეგიონის სახელმწიფოებს შორის დიალოგის, კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გზით.
„ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთად ვიკრიბებით, როგორც სამი მოძმე ქვეყნის პარლამენტის თავჯდომარეები, მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ნება, გავაძლიეროთ მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს რეგიონში“, განაცხადა მუსტაფა შენთოფმა.
მან სიტყვით გამოსვლის დროს, აზერბაიჯან-სომხეთს შორის არსებულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თურქეთი მხარს უჭერდა აზერბაიჯანის სამართლიან ბრძოლას, მაგრამ, მეორეს მხრივ, სომხეთთან ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო.
„სინამდვილეში, ჩვენი ხედვა რეგიონული ნორმალიზაციის შესახებ ითვალისწინებს მომავალს, სადაც არ იქნება გარე ჩარევა, ასევე მესამე მხარის გავლენის ძიება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და რეგიონის ქვეყნები განვითარდებიან მშვიდობიანად, ერთმანეთთან თანამშრომლობით. ამ თვალსაზრისით კი რეგიონში სატრანსპორტო დერეფნის და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“, ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ.
მეორეს მხრივ, აზერბაიჯანის მილლი მეჯლისის თავჯდომარემ და ირანის პარლამენტის თავჯდომარემ მხარი დაუჭირეს სამმხრივი შეხვედრის ფორმატის გაგრძელებას.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“
პრეზიდენტი ერდოღანი: „სირიაში ოპოზიციის სამიზნე დედაქალაქი დამასკოა“