პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები  გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები  გააკეთა

1930738
პრეზიდენტმა ერდოღანმა მნიშვნელოვანი განცხადებები  გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მსოფლიო ებრძვის იმ ეკონომიკურ სირთულეებს, რაც ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19)  პანდემიასთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად იქნა წარმოქმნილი.  პრეზიდენტ ერდოღანის თქმით, თურქეთმა შეძლო ამ პროცესების პოზიტიურად გადალახვა, მისი ძლიერი ჯანდაცვის, წარმოების და ინფრასტრუქტურის წყალობით.  

ერდოღანმა აღნიშნული შეფასებები, ანკარაში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიო ბოლო 60-70 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის, ასევე გლობალური ეპიდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის გამო საკვებისა და ენერგიის მიწოდების სირთულეების წინააღმდეგ იბრძვის.

„ჩვენ მტკიცედ განვახორციელეთ ჩვენი ეკონომიკის პროგრამა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის ზრდას ინვესტიციების, დასაქმების, წარმოების და მიმდინარე ანგარიშის ჭარბი რაოდენობით. იმ დროს, როდესაც მსოფლიო საუბრობს რეცესიაზე და შემცირებაზე, ჩვენ მივაღწიეთ ზრდის ტემპს 11,4 პროცენტით 2021 წელს და 6,2 პროცენტით 2022 წელს, ჩვენი ისტორიის უმაღლეს დონეს 31,5 მილიონი ადამიანის დასაქმებით. ჩვენმა ექსპორტმა რესპუბლიკის ისტორიის რეკორდი მოხსნა 254,2 მილიარდი დოლარით. ჩვენ ძალიან დიდი მიღწევები გვაქვს ენერგეტიკაში, შავი ზღვის გაზიდან დაწყებული ნავთობის ახალი ჭაბურღილების, მზის და ქარის ელექტროსადგურებით დამთავრებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები