პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1928641
პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, თურქეთ-სირიის სამომავლო ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა: „განვითარებული მოვლენების მიხედვით, ლიდერებიც გავმართავთ მოლაპარაკებას“. პრეზიდენტმა ამის შესახებ ანკარაში, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP) პროვინციული წარმომადგენლების გაფართოებულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სიტყვით გამოსვლის დროს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბარიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხები, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები და სხვა საკითხები დეტალურად განიხილეს.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთ-სირიის სამომავლო ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „რუსეთ-თურქეთ-სირიის დაზვერვის სამსახურებმა და თავდაცვის მინისტრებმა მოსკოვში შეხვედრა გამართეს. ამის შემდეგ გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა. შემდეგ კი, განვითარებული მოვლენების მიხედვით, ლიდერებიც გავმართავთ მოლაპარაკებებს. ჩვენი საზრუნავია რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა.“



მსგავსი ინფორმაციები