პრეზიდენტმა ერდოღანმა მეჯლისში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა ერდოღანმა მეჯლისში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1927948
პრეზიდენტმა ერდოღანმა მეჯლისში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი ერთან ერთად ააშენებენ „თურქეთის საუკუნის“ ხედვას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნული განცხადება, პარლამენტში მმართველი, სამართლისა და განვითარების პარტიის (AKP) წევრებთან სიტყვით გამოსვლის განაცხადა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის გამოსვლაში  ყურადღება გაამახვილა სამუშაოსა და მომსახურების პოლიტიკაზე და თქვა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგი 710 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზარდეს, რომლის პირველი გამოყენებაც, მიმდინარე წლის მარტის თვეში იგეგმება. პრეზიდენტის თქმით, ადანასა და ჯიზრეში აღმოჩენილი ნავთობის წარმოების რაოდენობაც საგრძნობლად გაზარდეს.

პრეზიდენტმა ერდორანმა თანაპარტიელებთან სიტყვით გამოსვლის დროს, პირველი თურქული ელექტრომობილის Togg-ის ქარხნის დაარსების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქეთი,  გარემოსა და ურბანიზმის თვალსაზრისით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.  

ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ისინი გადადგამენ ნაბიჯებს, რომელიც მოქალაქეების ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააუმჯობესებს.



მსგავსი ინფორმაციები