ჩავუშღლუმ თრაკიის თურქი უმცირესობების მრჩეველთა საბჭოს წევრები მიიღო

ჩავუშღლუმ თრაკიის თურქი უმცირესობების მრჩეველთა საბჭოს წევრები მიიღო

1916659
ჩავუშღლუმ თრაკიის თურქი უმცირესობების მრჩეველთა საბჭოს წევრები მიიღო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი არასოდეს დატოვებენ დასავლეთ თრაკიის თურქებს მარტო. ჩავუშოღლუმ დედაქალაქ ანკარაში, დასავლეთ თრაკიის თურქი უმცირესობების მრჩეველთა საბჭოს წევრები მიიღო. შეხვედრასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „საბერძნეთი დაჟინებით არღვევს ლოზანის საზავო ხელშეკრულებას და ჩვენი თანამემამულეების ძირითად ადამიანურ უფლებებს. ჩვენ არასოდეს დავტოვებთ დასავლეთ თრაკიის თურქებს მარტო!“

ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ საბერძნეთი არ აღიარებს დასავლეთ თრაკიაში თურქული უმცირესობის „თურქულ“ იდენტობას და მათი უმცირესობების გაერთიანების თავისუფლებას, რაც მათი უფლებების სრული დარღვევაა. თურქმა მინისტრმა ასევე დასძინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) სამჯერ გაასამართლა საბერძნეთი ამ დარღვევებისთვის, და რომ ათენის ადმინისტრაციას არ შეუსრულებია ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილებები დაახლოებით 15 წელია.

მინისტრმა ჩავუშოღლუმ იმაზეც გაუსვა ხაზი, რომ ბოლო 15 წლის მანძილზე საბერძნეთმა 90-ზე მეტი თურქი უმცირესობების სკოლები დახურა.  



მსგავსი ინფორმაციები