მევლუთ ჩავუშოღლუ ხმელთაშუა ზღვის დიალოგის ფორუმს დაესწრება
მევლუთ ჩავუშოღლუ ხმელთაშუა ზღვის დიალოგის ფორუმს დაესწრება
1913189

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, იტალიის დედაქალაქ რომში გასამართ, ხმელთაშუა ზღვის დიალოგის მე-8 ფორუმს დაესწრება.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „მინისტრი ჩავუშოღლუ, 1-2 დეკემბერს ხმელთაშუა ზღვის დიალოგის მე-8 ფორუმს, რომელიც რომში გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს. მინისტრი ჩავუშოღლუ, 2 დეკემბერს „სპეციალური დიალოგის“ სესიაზე ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე ისაუბრებს“.
ჩავუშოღლუ, იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ფორუმზე დამსწრე ქვეყნების კოლეგებთან პირისპირ შეხვედრებს გამართავს.