პრეზიდენტი ერდოღანი ანვარ იბრაჰიმს ტელეფონით ესაუბრა
პრეზიდენტი ერდოღანი ანვარ იბრაჰიმს ტელეფონით ესაუბრა
1910801

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მალაიზიის პრემიერ-მინისტრად დანიშნულ ანვარ იბრაჰიმს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანვარ იბრაჰიმს, მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოალიციის არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა.
ამავე ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა გამოთქვა რწმენა, რომ ახალ პერიოდში თურქეთსა და მალაიზიას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ურთიერთნდობის საფუძველზე გაძლიერდება.