ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
ეროვნული თავდაცვის მინისტრმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ საჰაერო ოპერაცია „კლანჭი-მახვილის“ ფარგლებში დღემდე, 326 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. აქარმა ამის შესახებ დედაქალაქ ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
„ჩვენ გავაკეთეთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ტერორიზმის დასასრულებლად, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერისა და ჩვენი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ოპერაცია „კლანჭი-მახვილი“ წარმატებით გრძელდება. ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, 326 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული“, განაცხადა ჰულუსი აქარმა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს, კითხვაზე თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში, აშშ-ს სადამკვირვებლო პუნქტები დაბომბეს, ასეთი პასუხი გაცა: „ჩვენთვის გამორიცხულია კოალიციის ძალებისთვის ან მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენება. ჩვენი ერთადერთი სამიზნეა ტერორისტები. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი არის ის, რომ არ დავაზიანოთ მშვიდობიანი მოსახლეობა და გარემო“.
მსგავსი ინფორმაციები

ჩავუშოღლუ: „აღქმა, თურქეთში ტერორის საშიშროების შესახებ, არ ჯდება პარტნიორობის სულისკვეთებაში“
ჩავუშოღლუ: „აღქმა, თურქეთში ტერორის საშიშროების შესახებ, არ ჯდება პარტნიორობის სულისკვეთებაში“

თურქეთში 9 ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს
თურქეთში 9 ქვეყნის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს