პრეზიდენტმა ერდოღანმა კუბის პრეზიდენტი ოფიციალური ცერემონიით მიიღო

პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი და ბერმუდესი ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ

1910310
პრეზიდენტმა ერდოღანმა კუბის პრეზიდენტი ოფიციალური ცერემონიით მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთში ვიზიტით მყოფი კუბის პრეზიდენტი მიგელ მარიო დიას-კანელ ბერმუდესი ოფიციალური ცერემონიით მიიღო.

პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ერდოღანი და ბერმუდესი ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ.

ამის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ერდოღანმა განაცხადა, რომ ბერმუდესთან თურქეთ-კუბის ურთიერთობა ყველა ასპექტით განიხილეს.

„ასევე მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს ძლიერი და ორმხრივი ნება ჩვენი თანამშრომლობის გასაძლიერებლად. აშკარაა, რომ ცალმხრივმა სანქციებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა კუბის მიმართ, იქონია გავლენა იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები რეალურ პოტენციალის ქვემოთ დარჩა". -აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ მათ ბერმუდესთან ერთად დაადასტურეს თავიანთი გადაწყვეტილება, თურქეთი-კუბას შორის სავაჭრო მოცულობა 200 მილიონ დოლარამდე გაზარდონ.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა: „ამ მიმართულებით ჩვენ პირველ რიგში შევაფასეთ არსებული თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა, აღორძინება, ჯანდაცვა და გარემოს დაცვა. მიუხედავად სანქციებიდან გამომდინარე სირთულეებისა, ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი კომპანიების ინტერესი კუბის მიმართ გაიზარდა."

სტუმარმა პრეზიდენტმა ბერმუდესმა კი განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავამრავალფეროვნოთ ჩვენი კომერციული და ფინანსური ურთიერთობები და თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის“.

ბერმუდესმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანთან გამოთქვეს დაპირება გააგრძელონ მუშაობა ბიოტექნოლოგიის, განახლებადი ენერგიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობის, ჯანდავის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ორივე მხარის საკეთილდღეოდ.

პრეზიდენტ ერდოღანის სახელით კუბის პრეზიდენტის ბერმუდესის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.


საკვანძო სიტყვები: #პრეზიდენტი , #კუბა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები